LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz 2020 წლისთვის 4 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს

48

გერმანულმა კომპანიამ Mercedes-Benz 2020 წლისთვის 4 ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვიტა. მათგან ორი სედანი იქნება, ხოლო ორიც კროსოვერი…

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ეს 4 მოდელი იქნება დასაწყისი იმ პროექტისა, რომელის გამოც Mercedes-მა სპეციალური დანაყოფი შექმნა.

ამ დროისათვის გერმანელების სერიულ წარმოებაში უკვე არსებობს ელექტრომობილი, რომელსაც მომხმარებლები B-Class Electric Drive-ს სახელით იცნობენ. თუმცა, მასსა და ტრადიციულ ვერსიას შორის განსხვავება მხოლოდ ელექტროძრავია.

რა პლატფორმაზე იქნება დამზადებული Mercedes-ის ელექტრომობილები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება სტანდარტული მოდელები, რომლებსაც ბენზინის ძრავთან ერთად, ელექტროძრავებიც დაემატება.

ამასთანავე ცნობილი ხდება ისიც, რომ იგეგმება უკვე არსებული კროსოვერების GLA-სა და GLC ელექტროფიკაციაც. სავარაუდოა ისიც, რომ მოხდება C-Class-ისა და S-Class-ის რესტაილინგიც, რომლებიც აგრეთვე ელექტროძრავით იქნება წარმოდგენილი..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები