Mercedes-Benz მზადაა A-Class-ზე უარი თქვას. მოდელს სერიული ხაზიდან ამოიღებენ მას შემდეგ, რაც აქტუალური თაობის ცხოვრებისეული ციკლი დასრულდება, დააზუსტა ბრენდის ტექნიკურმა დირექტორმა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კომპაქტური ხაზის გამარტივებაა. ხაზში მხოლოდ 4 ძალიან პოპულარულ მოდელს CLA, GLA, GLB და g-Class-ს დატოვებენ.
A-Class ევროპაშია პოპულარული, მის მიღმა კი მათ შორის ჩინეთის და აშშ-ს ბაზრებზე ჰეტჩბეკი ძალიან ცუდად იყიდება. საკვანძო ბაზრებზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ სედანები და კროსოვერები, ამიტომ A-Class-ის ოჯახობა ნელ-ნელა გაქრება.
შესაბამისად, კომპაქტურ ხაზში დარჩება ახალი CLA სედანის ძარით და ასევე GLA-სა და GLB-ის მომავალი თაობები. ამ ორ ოჯახში ინტეგრირდება ბაზარზე ჩავარდნილი ელექტროქარები EQA და EQB.