LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ავტომობილებს ”ვარსკვლავურ ომებს“ უძღვნის

66

კომპანია Mercedes-Benz-მა CLA 180-ის შეზღუდული ტირაჟით გამოუშვა და ავტომობილების სერია კინოფრანშიზის ”ვარსკვლავური ომების” 40 წლის იუბილეს მიუძღვნა. ცნობილია, რომ ავტომობილები მხოლოდ იაპონიის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.

სერიაში მხოლოდ 120 ავტომობილი შევა და ისინი ორ ფერში იქნებიან გადაწყვეტილი: თეთრსა და შავში, ანუ მათთვის, ვინც ირჩევს ნათელ ძალას და მათთვის, ვინც ბნელი ძალების მხარეს არიან.

ავტომობილი 1,6 ლიტრის მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 122 ცხენის ძალას ავითარებს, მოდელის საორიენტაციო ფასი 45 000 დოლარს შეადგენს.

ჩვეულებრივი მოდელებისგან სპეცვერსია თემატური აქსესუარებით გამოირჩევა, მაგალითად სავარძლებისა და საჭის ნაკერებითა და ხალიჩებით, რომლებსაც ”ვარსკვლვაური ომები” აწერია. ასევე, ავტომობილში დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებელი, რომელიც ისეთივე ხმას გამოსცემს, როგორსაც რობოტი R2-D2.

”ვარსკვლავური ომები” – ფანტასტიკური ჟანრის ფრანშიზაა, რომელიც კინოფილმებსა და ანიმაციურ ფილმებს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები