კომპანია Mercedes-Benz-მა კალიფორნიაში უპილოტო ავტომობილების გაყიდვის უფლება მიიღო. მესამე თაობის ავტოპილოტის სისტემა მძღოლის მხრიდან მუდმივ კონტროლს არ საჭიროებს – საჭიდან ხელის აღება და თვალების დახუჭვაც კი ნებადართულია. მსგავსი ავტონომიური სისტემით ამჟამად S-Class და ელექტრონული ლიფტბეკი EQS-ია აღჭურვილი. თუმცა, ავტონომიური რეჟიმით გადაადგილება პირველ ეტაპზე ყოველთვის დაშვებული არ იქნება.
მიუხედავად ყველა ოფციისა, მძღოლი მაინც ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღოს. კალიფორნიის ხელისუფლებამ ავტონომიური მოდელების გაყიდვის უფლება გასცა, თუმცა ამავდროულად მსგავსი ავტომობილების მართვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მაინც დააწესა.
მაგალითად, ასეთი მანქანების გამოყენება მხოლოდ მაგისტრალებზე და მხოლოდ შეზღუდული 64 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი. ქალაქში ავტოპილოტის მოქმედება ჯერ-ჯერობით აკრძალული იქნება.