12-მა ყველგანმავალმა Mercedes-Benz-მა ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთიდან დასავლეთ სანაპირომდე გადაკვეთა. ამ ამბავში საინტერესო ის გახლავთ, რომ ავტომობილებს საერთო სარგებლობის გზები არ გამოუყენებიათ და მხოლოდ უგზოობის პირობებში გადაადგილდებოდნენ.
გუნდი რვა ყველგანმავალი G-Class-სგან, სამი GLS-სგან და ერთი GLE-სგან შედგებოდა. მარშრუტის საერთო მანძილი კი 65 მილს შეადგენდა, რაც დაახლოებით 104 კილომეტრს უდრის. გზის დაფარვას Mercedes-ების გუნდმა ორი დღე მოანდომა.
Mercedes-Benz-ში აღნიშნეს, რომ მგზავრობისას მოდელების სტანდარტული ვერსიები გამოიყენეს.