LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz EQS ერთწლიანი ფლობის შემდეგ ღირებულების ნახევარს კარგავს

142
mercedes

ექსპერტებმა შეადგინეს იმ მანქანების ანტი რეიტინგი, რომლებიც ერთი წლის ვადაში ყველაზე მეტად უფასურდებიან. არაკომერციულმა ორგანიზაცია iSeeCars-მა საავტომობილო ბაზარი შეისწავლა და დაადგინა, თუ რომელი მოდელების გაყიდვა არის არახელსაყრელი. აღმოჩნდა, რომ ელექტრონული Mercedes-Benz EQS და Nissan Leaf 12 თვეში საწყისი ღირებულების თითქმის ნახევარს კარგავენ, ხოლო Jaguar F-Pace და Alfa Romeo Giulia – მესამედზე მეტს.

ერთწლიანი ფლობის შემდეგ Mercedes-Benz EQS 48,7%-ით იაფდება, რაც 65,1 ათას დოლარიან კლებას ნიშნავს. ანტირეიტინგის მეორე ადგილზე გასული Nissan Leaf 45,7%-ს კარგავს ანუ თითქმის 15,8 ათას დოლარს. რეიტინგის მესამე ადგილს Jaguar F-Pace – 35,4%-ით ან 28,5 ათას დოლარიანი კლებით ასრულებს. რაც შეეხება Alfa Romeo Giulia-ს მის შემთხვევაში ფასის ვარდნა 16,3 ათასი დოლარია.

რაც შეეხება ამ მაჩვენებლით ყველაზე სარგებლიან მოდელებს, მაგალითად იგივე Mercedes-Benz, ოღონდ G-Class ერთ წლის ვადაში მხოლოდ 2,3%-ით იაფდება, რაც 4,6 ათას დოლარიან კლებას ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები