LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz G-Class ბრაბუსისგან 666 000 ევროდ იყიდება

873

ფრანკფურტის მოტორშოუზე ატელიე Brabus–მა თავისი ახალი პროექტი, 900 ცხენის ძალიანი Mercedes-Benz G-Class წარმოადგინა. ავტომობილს ატელიემ „V12–ის ძრავის მქონე მოდელებს შორის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ყველგანმავალი“ უწოდა. სულ ასეთი ათი ავტომობილი გამოვიდა და თითოეული მათგანი 666 000 ევრო ღირს.

სიახლე Mercedes-AMG G 65–ის ბაზაზეა აწყობილი, რომელიც 6 ლიტრიანი და 12 ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვიული. ატელიეში ძრავის მოცულობა 6,3 ლიტრამდე გაზარდეს. პირველ ას კილომეტრს Brabus 900–ს 3,9 წამში კრებს, რაც საბაზო მოდელთან შედარებით 1,4 წამით სწრაფია. მაქსიმალური სიჩქარე კი 40 კმ/სთ–ით გაიზარდა და ახლა 270–ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები