LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz G500 4X4 კაბრიოლეტად გადააქციეს

33

შვედმა მოთხილამურემ იონ ოლსონმა გადაწყვიტა საკუთარი, 800 ცხენის ძალიანი ყველგანმავალი Mercedes-Benz G500 4X4, რომელშიც 250 000 ევრო გადაიხადა, კაბრიოლეტად გადააკეთოს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ავტომობილი თავისი საბარგულიანად სახურავზე, მონაკოში მდებარე ავტოფარეხში ვერ ეტევა.

ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებას სრულიად მოხსნეს სახურავი და კარის ზედა მხარეები. იმისათვის, რომ ავტომობილში უამინდობისას ყოფნაც კომფორტული იყოს, ინჟინერები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მოდერნიზაცია მომავალი წლის 16 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

საინტერესოა, რომ ამა წლის ზაფხულში, სპორტსმენმა 810 ცხენის ძალის მქონე Rolls-Royce Wraith შეიძინა, 2016 წელს კი 800 ცხენის ძალიანი Lamborghini Huracan.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები