LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz განსაკუთრებულ, ლიმიტირებულ G-Class-ს გამოუშვებს

102
Mercedes-Benz განსაკუთრებულ, ლიმიტირებულ G-Class-ს გამოუშვებს

Mercedes-Benz-მა ინდოეთით შთაგონებული ახალი G-Class გამოუშვა. ახალი, ლიმიტირებული სერია G 63 Collector’s Edition Mercedes-ის ინდურმა დანაყოფმა, ადგილობრივი კულტურის გავლენით შექმნა. სპეც-სერიის ყველგანმავლები უნიკალურ გაფორმებას, ექსკლუზიურ ფერთა გამას და სალონის ინდივიდუალურ ვარიაციებს მიიღებენ.

დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი და მათ გამხელას 12 ივნისისთვის გეგმავენ. ამჯერად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ Mercedes-Benz G 63 Collector’s Edition 4,0 ლიტრის V8 ძრავას მიიღებს და აგრეგატის სიმძლავრე 585 ცხენის ძალა იქნება. ძრავას 48 ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემა შეავსებს. გადაცემათა კოლოფი – 9 საფეხურიანი მექანიკაა. ფასები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა მოსალოდნელია რომ ლიმიტირებული G-Class ბევრად მეტი ეღირება, ვიდრე მისი სტანდარტული ვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები