კომპანია Mercedes-Benz-მა ორი კონცეპტუალური კემპერი წარმოადგინა, რომლებიც X-Class-ის ბაზაზე ააწყო. ავტომობილებს კომპანია ტურისტულ გამოფენაზე Caravan, Motor, Touristik წარადგენს. ავტომობილის აღჭურვილობაზე ორმა ფირმამ იზრუნა – Tischer, რომელიც საცხოვრებელ კაბინებზე სპეციალიზრდება და VanEssa, რომელიც საავტომობილო ინტეგრირებულ სამზარეულოებზე ზრუნავს.
პირველი კონცეპტ-ქარი საცხოვრებელი მოდულით არის აღჭურვილი, რომლის სიგანე 150 სანტიმეტრია, ხოლო სიმაღლე ორი მეტრი. შიგნით არის საწოლი, სამზარეულო, სამი სავარძელი, დასაკეცი პირსაბანი, უნიტაზი და სააბაზანო ოთახი საშხაპეთი.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს ის გამოსაშლელი მოდულით არის აღჭურვილი, რომელიც სრულფასოვან სამზარეულოს, მაცივარს, ჭურჭლისა და პროდუქტების სათავსოს აერთიანებს.
რაც შეეხება თავად Mercedes-Benz X-Class, ის დუბაიში, გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა. მოდელი Nissan Navara-ს პლატფორმაზეა აწყობილი.