LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის შემოსავალმა 2025 წელს ორჯერ იკლო

105
Mercedes-Benz-ის შემოსავალმა 2025 წელს ორჯერ იკლო

გერმანული ავტო კონცერნი Mercedes-Benz 2025 წლის მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს გამოეხმაურა. კომპანიის სუფთა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ შემცირდა.

შემოსავლის შემცირებამ 50,3% შეადგინა – €7,8 მლრდ-დან €3,87 მლრდ-მდე.

მიზეზებად კომპანიამ დაასახელა საგადასახადო ხარჯები, გაყიდვების შემცირება და ეფექტურობის გაზრდის ხარჯები.

მესამე კვარტლის შედეგები:

სუფთა მოგება 30,8%-ით შემცირდა – €1,719 მლრდ-დან €1,19 მლრდ-მდე.

შემოსავალი ამ პერიოდში 6,9%-ით შემცირდა და €32,147 მილიარდი გახდა.

გაყიდვების მონაცემები:

მესამე კვარტალში გაყიდულია 525,3 ათასი მსუბუქი ავტომობილი და ფურგონი – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლები.

9 თვის შედეგად Mercedes-ის გაყიდვები შემცირდა 9%-ით და დაახლოებით 1,6 მლნ მანქანა შეადგინა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ BMW-მ გაუსწრო Mercedes-ს გაყიდვებში და სხვაობა 33%-ს აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები