კომპანია Mercedes-Benz-მა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური მოდელისთვის ძარის პანელების წარმოება გაანხლა. საუბარია 300 SL Gullwing (W198)-ზე. სულ 1954-57 წლებში ასეთი 1 400 ავტომობილი გამოვიდა. ახლა კუპეს ფასი 1,9 მილიონ ევროს აღწევს.
დეტალების შექმნისას ერთმანეთს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოება და ხელით შრომა ერწყმის. მეტალის პანელები შაბლონების მიხედვით იქმნება, რომელიც ორიგინალი ძარის 3D სკანირების შედეგად შეიქმნა. საბოლოოდ, საჭირო ფორმა ხის ჩაქუჩებით, ხელით ეძლევა.
ამასთან, Mercedes-Benz 300 SL Gullwing-ის მფლობელები შეძლებენ სავარძლების ორიგინალი შემოსაკრავებიც შეიძინონ – კომპანიამ მისი წარმოება მარტის თვეში დაიწყო.
Mercedes-Benz 300 SL გამოდიოდა კუპეს, გადასაშლელი სახურავითა და როდსტერის ძარებით. მოდელი სამ ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 215 ცხენის ძალაა. ას კილომეტრს ავტომობილი 7,4 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 211 კმ/საათი აქვს.