კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი ვიდეო-თიზერი გაავრცელა, სადაც გერმანული ბრენდის მორიგი როდსტერის პროფილია გამოსახული. ახალი მოდელი AMG სერიის შემდეგი წარმომადგენელი გახდება.
არანაირი ოფიციალური ცნობა ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლის შესახებ ჯერჯერობით არ მოიძებნება. გამოცემა Autocar-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თიზერზე გამოსახულია AMG GT-ის სუპერქარის ახალი ვერსია, რომელიც სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონში გამოჩნდება.
გამომცემლობაში აღნიშნავენ, რომ როდსტერი ახალი მოდიფიკაციის სახით იქნება წარმოდგენილი, იგი ორკარიანი მოდელია. რაც შეეხება სახელს, Autocar-ი ამტკიცებს რომ კომპანია ახალი მოდელს AMG GT C-ს უწოდებს. კლასიფიკაციით მოდელი განთავსდება ორ სერიას შორის S და R.
მოსალოდნელია, რომ მოდელის C-ვერსია აღიჭურვება ტურბოძრავით – V8, რომელიც 530 ცხენის სიმძლავრის იქნება. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურია და მოლოდინი შეიძლება არ გამართლდეს.