LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა ფარი პროექტორი შეიმუშავა, რომელიც 2 000 000 სარკეს აერთიანებს

22

კომპანია Mercedes-Benz-მა მთავარი ნათების ”ციფრული” ფარები შეიმუშავა, რომელიც გზაზე ნებისმიერი სიმბოლოს პროეცირებას შეძლებს და საგზაო სიტუაციების ცვალებადობაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს. სისტემა სახელწოდებით ”Digital Light” როგორც ავტომწარმოებელი ირწმუნება, უახლოეს მომავალში სერიულ ავტომობილებზე გამოჩნდება.

თითოეულ ფარში მილიონი მიკროსარკეა ჩამონტაჟებული, რომელთა წყალობითაც სხივი მრავალ უწვრილეს ”პიქსელად” გარდაიქმნება. მათ მუშაობაზე პასუხს სპეციალური ელექტრონული ბლოკი აგებს, რომელიც Mercedes-Benz-მა დამოუკიდებლად შეიმუშავა.

კომპიუტერი რეალურ დროში ახდენს ყველა სენსორიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს და ელექტრო სისტემების მართვა კონკრეტულ სიტუაცას ერგება. ფარებს შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მილიონ პიქსელს შორის თითოეულის სიმკვეთრე დაარეგულირონ.

გარდა ტრადიციული შესაძლებლობებისა, ახალ ოპტიკას გზებზე სხვადასხვა სიმბოლოს პროეცირებაც შეუძლია. მაგალითად, შეუძლია მომდევნო მოსახვევამდე დისტანციის ჩვენება, გზებზე საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები