LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა პირველი პიკაპი წარმოადგინა

156

კომპანია Mercedes-Benz-მა საშუალო ზომის პიკაპის პირველი პროტოტიპი წარმოადგინა. მოდელის სახელწოდებაა X-Class. პრეზენტაცია შვეიცარიაში, სპეციალურ ღონისძიებაზე გაიმართება.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, გერმანული ბრენდის ახალი ,,ლამაზმანი’’ და ცნობილი Nissan Navara გარკვეულ ტექნიკურ მახასიათებლებით ერთმანეთს ჰგვანან. პიკაპის ტოპ მოდიფიკაცია აღჭურვილი იქნება დიზელის V6 ტიპის აგრეგატით და ბოლომდე მართვადი სისტემით – 4Matic.

პიკაპის მაქსიმალური დასატვირთი წონა 1.1 ტონას შეადგენს, ხოლო საბუქსირე გაწევისას ახალ მოდელს 3.5 ტონის გაწევა შეუძლია.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა პიკაპის 2 ვერსია წარმოადგინა: Stylish Explorer და Powerful Adventurer. პირველი მოდელი (Stylish Explorer) – თეთრი ფერისაა და აღჭურვილია 22 ინჩიანი დისკებით, ასევე დიოდური განათებით და ინტერიერში ტყავის სავარძლებით, რაც მოდელის სალონს გაცილებით პრემიუმ ხასიათს სძენს.

Mercedes-Benz X-Class Powerful Adventurer-ი გვთავაზობს უკეთეს წარმადობას (სხვადასხვა ტიპის გზებზე კომფორტულად გადაადგილებისთვის) და ასევე, უკანა საბუქსირე ჩასაბმელით. პროტოტიპი გადაწყვეტილია მოყვითალო – მწვანე ფერში.