LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes- Benz-მა თავისი პირველი ელექტროკროსოვერი წარმოადგინა

30

Mercedes- Benz-მა თავისი პირველი ელექტროკროსოვერი წარმოადგინა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მოდელის პროტოტიპის EQC-ს პირველი კადრები გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც ესპანეთშია გადაღებული, შენიღბული ავტომობილია გამოსახული და მას ცხელი კლიმატის პირობებში ცდიან. ელექტროკროსოვერს მოძრაობა 50 გრადუსის ტემპერატურაში უწევს და მექანიკოსებს აინტერესებთ, თუ რა დაემართება ამ დროს ელემენტს და როგორ იმუშავებს კლიმატ-კონტროლი.

შეგახსნებეთ, რომ სიცხის გამოცდამდე მერსედესმა ავტომობილი სიცივეში, შვედეთის ჩრდილოეთში -35 გრადუსშიც გამოსცადა. ამ შემთხვევაში სპეციალისტები მოდელის ტექნიკურ გამძლეობას და გათბობის სისტემას ტესტავდნენ.

საინტერესოა, რომ მთლიანობაში კომპანიამ EQC-ის 200 პროტოტიპი ააწყო და შვედეთისა და ესპანეთის გარდა მათ ასევე გერმანიაში, ფინეთში, იტალიაში, დუბაიში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ-სა და ჩინეთში ცდიან. სიახლე ბაზარზე 2019 წლისთვის გამოვა და მას ერთი დამუხტვით 482 კმ-ს გავლა შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები