LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ექსტრემალური კუპეს C63-ის ტესტირება დაიწყო

44

გამოცემა Motor1–მა ინტერნეტში Mercedes-ის ექსტრემალური კუპე-პროტოტიპის Mercedes-AMG C63 ჯაშუშური ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მოდელმა სახელწოდებაში მიიღო ბოლოსართი R. სუპერქარის განახლებული მოდიფიკაცია – Mercedes-AMG GT R – ახალი მახასიათებლებითაა წარმოდგენილი.

იგი აღჭურვილია V8 ტიპის ბიტურბო ძრავით, რომელიც რვა ცილინდრიანია. სიმძლავრე კი 510 ცხენის ძალის ერთეულით განისაზღვრა. აგრეგატი შვიდსიჩქარიან რობოტთან ერთად მუშაობს.

როგორც ცნობილი გახდა, გაძლიერებული მოდელის პრემიერა 2016 წლის ბოლოს იგეგმება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ BMW ახალ კუპეს M4 GTS-ს ამზადებს, რომელიც Mercedes-AMG GT R-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები