კომპანია Mercedes-Benz-ის სპორტულმა ქვეგანყოფილებამ კუპე Mercedes-AMG GT3 Edition 55-ის სპეციალური სერიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილმა ციფრული ინდექსი AMG-ის 55 წლის იუბილეს გამო მიიღო. გამოუშვებენ მხოლოდ 5 ეკზემპლარს, რომლის ფასი 625 ათასი ევრო იქნება.
სპეცვერსიის საფუძველი გახდა 6.3 ლ ატმოსფერულ ძრავიანი GT3-ის სპორტული ბოლიდი (საქალაქო ვერსია 4 ლ ტურბოძრავი). მაგრამ რადგან Edition 55 არ არის განკუთვნილი რბოლებისთვის, მან მიიღო გაუმჯობესებული ინტერიერი და გამდიდრებულია სხვადასხვა აღჭურვილობით. ძრავის სიმძლავრე კი 650 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
ამასთან, შენარჩუნდა უსაფრთხოების კარკასი და შტურვალი საჭის ნაცვლად, რათა შეძლებულმა მფლობელებმა სიამოვნების მისაღებად ტრეკზე გასვლა შეძლონ.