„მერსედესმა“ ავტომობილების „დანიშვნა“ დაიწყო. Mercedes-Benz-მა ახალი კამპანია დააანონსა და დასაწყისისთვის ის ამერიკის ორ ქალაქში – ფილადელფიასა და ნეშვილში იმოქმედებს. პროგრამამ კონკურენცია BMW-სა და Cadillac-ს უნდა გაუწიოს. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება რამდენიმე შესაძლებლობიდან ექნება და თითოეული მათგანი ავტომობილის სასურველ დროს გამოცვლას გულისხმობს. ავტომობილის ტექმომსახურებას, დაზღვევასა და პროგრამის ანაზღაურებას Mercedes-Benz თავის თავზე იღებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სასურველ მოდელს კლიენტი სასურველ დროსა და ადგილზე მიიღებს. სამი ვარიანტიდან ერთ-ერთია – Resevre, რომელიც მის მფლობელს საშუალებას მისცემს, რომ როცა მოესურვება ე-კლასის კროსოვერი GLE, სედანი ან კუპე C-Class და როდსტერი SLC აირჩიოს.