LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე დღე: საქართველოს ნაკრები სრული დატვირთვით ემზადება (ვიდეო)

39

საქართველოს ეროვნული ნაკრები, თბილისში მდებარე “ზესტაფონის” სავარჯიშო მოედანზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ორმხრივი თამაში გამართა. მცირე ტრავმის გამო, საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი აბურჯანიას. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა “დინამო თბილისის” ნახევარმცველმა, ლაშა პარუნაშვილმა რომელიც მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა. ერთდღიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს შეურთდა ვარშავის “ლეგიას” წევრი, ვალერი ყაზაიშვილი. პოლონური კლუბის ახალწვეულმა ეროვნულ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ნაკრების ორმხრივ თამაშს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები