ლიონელ მესი შეხვდა ბიჭუნას, რომელმაც მისი მაისური პაკეტისგან დაამზადა.
მურტაზ ახმადის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
მესი ავღანელ ბიჭუნას ყატარში შეხვდა, სადაც „ბარსელონა“ ადგილობრივ „ალი-აჰლისთან“ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ჩავიდა. ატჩი უხვგოლიანი გამოდგა და კატალონიელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა (გოლები: სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, რაფინია).
ბავშის ფოტო, რომელიც პოლიეთილინის პაკეტისგან თვითნაკეთ მაისურში იყო გამოწყობილი და ზედ მესი ეწერა, სოცქსელებში პოპულარული 2016 წელს გახდა.
მოგვიანებით BBC-სა და Unicef-ის დახმარებით ბიჭს მიაგნეს, რომელსაც მესის ავტოგრაფიანი მაისური აჩუქეს.
Messi with Afghan boy Murtaza in Doha pic.twitter.com/J9V3E2lMEk
— Forca FCB (@forca_fcb) December 13, 2016