ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პსჟ-მ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა, მაგრამ სოცქსელებში მარტო მბაპეს შოუს ან კურტუას სეივებს არ განიხილავდნენ. Footy Scran-ის ტვიტერ-ექაუნთი უკვე 2 წელია აჩვენებს, რას აჭმევენ ფანებს სტადიონებზე (მათ შორის როგორც უცნობი, ასევე ტოპ სტადიონებიდან).
ახლა Footy Scran-მა აჩვენა, რისი წახემსება შეიძლებოდა „პარკ დე პრენსზე“ „რეალთან“ მატჩისას.
კომბოში შედიოდა ერთი ბოთლი წყალი (სავარაუდოდ 0.5 ლ) პსჟ-ს ლოგოთი, კარტოფილი ფრის მცირე პორცია სოუსით და ციცქნა ჩიზბურგერი (ასევე პსჟ-ს ლოგოთი). ფასი: 21 ევრო.
რეპლიკებში მხოლოდ შაყირობდნენ:
„საშინელი მფლობელები, საშინელი კლუბი, სასაცილო ფასები, მაგრამ მომწონს ლოგო ფუნთუშაზე“.
„აი თურმე როგორ იცილებენ ფინანსური ფეირ-პლეის წესებს“.
„მესიმ როგორღაც ხომ უნდა აიღოს ხელფასი“.
„ეს ფასი ასახავს ყველაფერს, რაც მეზიზღება ამ კლუბში“.
„აქ ეგვიპტეში ამ თანხად 24 კგ კარტოფილს იყიდით. ან 96 ბოთლ წყალს, ან 1.7 კგ ხორცს“.
თქვენ გადაიხდიდით 21 ევროს ამაში?