არგენტინელი ჟურნალისტის გონსა სტუპენეგოს განცხადებით, ლიონელ მესისათვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მისჯაში დიდი როლი არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ შეასრულა. როგორც სტუპენეგო თავის ოფიციალურ ტვიტერის ანგარიშზე წერს, მას აქვს ინფორმაცია სანდო წყაროსაგან იმის შესახებ, რომ მარადონა მესისათვის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მისჯის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
შეგახსენებთ, რომ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მესის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რის გამოც მან უკვე გამოტოვა დაპირისპირება ბოლივიასთან და მონაწილეობას ვერც ურუგვაის, ვენესუელას და პერუს წინააღმდეგ გასამართ მსოფლიოს 2018 წლის ჩემოპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში შეძლებს.
არგენტინის ნაკრებმა მესის გარეშე ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩებიდან მხოლოდ ერთი მოიგო.