კატალონიის ”ბარსელონას” ვარკსვლავმა ლეო მესიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივარს მიმართა.
“დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, უმძიმესია, გინდოდეს თამაში და არ შეგეძლოს. სრულად მოვირჩენ ტრავმას და მე დავბრუნდები,”-განაცხადა მესიმ.
28 წლის არგენტინელი ლა ლიგის მეექვსე ტურში ”ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით ლეო მოედანს 7-8 კვირაში დაუბრუნდება.