LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენია

36

ლიონელ მესი მსოფლიოს უმდიდრესი სპორტსმენების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ოღონდ აქ საუბარი 30 წლამდე ასაკის სპორტსმენებზეა და ეს რეიტინგი „ფორბსმა“ გამოაქვეყნა.
არგენტინელმა კევინ დურანტი ჩამოიტოვა.

„ფორბსის“ დათვლით, მესის შემოსავალი წლიურად 73,7 მილიონ ევროს შეადგენს. მეორეა კალათბურთელი კევინ დურანტი 50,8 მილიონი ევროთი. სამეულს ასრულებს ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი – 50,5 მლნ.

პირვეულ ათეულშია ამერიკული ფეხბურთის ორი წარმომადგენელი – კემ ნიუტონი (48 მლნ) და რასელ უილსონი (37,8 მლნ), გოლფის მოთამაშეები ჯორდან სპისი (47,8 მლნ) და რორი მაკილროი (38,5 მლნ), „ფორმულა 1“-ის პილოტი სებასტიან ფეტელი (37,1 მლნ) და ორიც ფეხბურთელი: ნეიმარი (33,9 მლნ) და გარეთ ბეილი (32,5 მლნ).

2014 წელს ლეო მესიმ 65 მილიონი ევრო იშოვა.

ივლისში არგენტინელ სუპერვარსკვლავს 21 თვე მიუსაჯეს გადასახადების გადაუხდელობის გამო. მესი სასჯელს პირობითად იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები