LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ფულის გამო გინესის რეკორდებში შეიყვანეს

128
Screenshot 2023-07-15 172938

კრიშტიანო რონალდოს ხელფასმა საშუალება მისცა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრილიყო.

„ფორბსმა“ დაითვალა და 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე კრიშტიანოს ნაშოვნმა საერთო თანხამ (ხელფასი, საპრიზოები, ბონუსები, სპონსორებიდან შემოსავლები და კომერციულ პროექტებში მონაწილეობა და სხვა) 136 მლნ დოლარი შეადგინა.

ამ მონაცემების გამო „ალ ნასრის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს როგორც 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი.

2022 წლის რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა – 130 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები