LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ცოლს უღალატა და შორდებაო: ძმაკაცის ცოლმა, რა სისულელეაო

131
210807105059-img_610c52464766e

ბრაზილიაში დაწერეს, რომ ლეო მესიმ ცოლს, ანტონელა როკუცოს უღალატა.

საიტი Direto Do Miolo დაეყრდნო ესპანურ წყაროს და განაცხადა, რომ მესი და როკუცო „ყველაზე დიდ კრიზისს“ განიცდიან იმის გამო, რომ ფეხბურთელს არგენტინელ ჟურნალისტ სოფია მარტინესთან თითქოს რომანი ჰქონდა. ამტკიცებენ, რომ ამის გამო ქორწინება დასრულების პირასაა.

პუბლიკაციას გამოეხმაურა სესკ ფაბრეგასის ცოლი დანიელა სემაანი. ისინი მესისთან და ანტონელასთან ახლოს არიან და რეგულარულად დამოგზაურობენ ერთად.

„რა სიახლე ესაა. სისულელე, სადაც არაფერია სიმართლე“, – დაწერა სემაანმა ინსტაგრამზე.

აღსანიშნავია, რომ ესპანური წყარო, რომელსაც დაეყრდნო Direto Do Miolo, სავარაუდოდ არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები