LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ გარი ლინეკერს ჩიფსები წაართვა და თავზე თასი ჩამოამხო (ვიდეო)

17

ლიონელ მესიმ გარი ლინეკერს ჩიფსების რეკლამაში თავზე თასი ჩამოაცვა.

30-წამიანი რგოლი სოცქსელში გამოჩნდა. კომპანია Walkers-მა, რომელთანაც დიდი ხანია ცნობილი ვეტერანი ინგლისელი ვარსკვლავი გარი ლინეკერი თანამშრომლობს, გადაღებებზე ლეო მესი მიიწვია. ”ბარსას” თავდამსხმელი, სიუჟეტის მიხედვით, მაგიდის ფეხბურთის ბურთს და ხელთ არსებულ თასს იყენებს, რათა ინგლისელს ჩიფსები წაართვას.

კომპანია Walkers 1948 წელს ლესტერში დაარსდა და დიდი ბრიტანეთის ჩიფსების ბაზრის 56% უჭირავს.

ლეო მესი მსხვილი სარეკლამო კონტრაქტებით დაკავშირებული კომპანიებთან adidas, Pepsi და Turkish Airlines.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=O3bQ7BzgGoM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები