LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ გოლი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა (ვიდეო)

27

ლიონელ მესიმ უჩვეულოდ იზეიმა გოლი „სევილიას“ კარში, რომელიც ბავშვთა სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.

ესპანეთის პირველობის 30-ე ტურის შეხვედრაში, „ბარსას“ და „სევილიას“ შორის, უკვე 33-ე წუთზე ანგარიში 3:0 იყო კატალონიელთა სასარგებლოდ ლუის სუარესის კინკილას და მესის დუბლის წყალობით.

ერთ-ერთი გოლი არგენტინელმა უჩვეულო მოძრაობით აღნიშნა: ლეომ ორი თითი სახესთან გაატარა და თან ტელეკამერაში იყურებოდა.

მესის ჟესტი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნება. არგენტინელი იმ კომპანიის სახეა, რომელიც ამ საშინელ დაავადებას ებრძვის.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე 27 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები