LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ოქროს ბურთი სამჯერ დაუმსახურებლად მოიგო: 10 დიდი „ძარცვა“ ისტორიაში

156
3233691-66191088-2560-1440

ლეო მესიმ დაუმსახურებლად მიიღო სამი „ოქროს ბურთი“. ასე მიიჩნევს FourFourTwo.

ბრიტანულმა ჟურნალმა ამ პრიზის გადაცემის ისტორიაში 10 მთავარი „ძარცვის“ სია შეადგინა. არგენტინელი ფორვარდი სამ შემთხვევაში მოიხსენიეს.

ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკის უნდა მოეგო ჯილდო მესის ნაცვლად 2021 წელს და პოლონელს ასევე აეღო ის 2020 წელს.
2. ტიერი ანრი იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ უფრო მეტად, ვიდრე პაველ ნედვედი 2003 წელს და ანდრე შევჩენკოზე მეტად 2004 წელს.
3. უესლი სნაიდერმა დაუმსახურებლად დაუთმო მესის 2010 წელს.
4. კრიშტიანო რონალდოს უნდა წაეგო ფრანკ რიბერისთან 2013 წელს.
5. მესიმ დაუმსახურებლად გაუსწრო ვირხილ ვან დეიკს 2019 წელს.
6. რონალდო, სალაჰი და გრიზმანი უფრო იმსახურებდნენ „ოქროს ბრთს“ 2018 წელს, ვიდრე ლუკა მოდრიჩი.
7. ალფრედო დი სტეფანოს უნდა წაეღო პრიზი 1956 წელს და არა სტენლი მეთიუზს.
8. 2001 წელს პრიზი არა მაიკლ ოუენისთვის, არამედ ოლივერ კანისთვის ან რაულისთვის უნდა მიეცათ.
9. ლუის სუარესს არ უნდა გაესწრო ფერენც პუშკაშისთვის 1960 წელს.
10. ჯანლუიჯი ბუფონი უფრო იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ 2006 წელს, ვიდრე ფაბიო კანავარო.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ორშაბათის დაჯილდოების ცერემონიამდე გამოქვეყნდა.
მესიმ ერლინგ ჰოლანდს გაასწრო და მე-8 „ოქროს ბურთი“ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები