იმისათვის, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ ელ კლასიკოში საუკეთესო გამხდარიყო, ლიონელ მესის ბევრი სირბილი არ დასჭირვებია.
Bleacher Report-ის ინფორმაციით, არგენტინელი მატჩისთვის განკუთვნილი დროის 83.1%-ის განმავლობაში უბრალოდ დადიოდა მინდორზე. დროის 4.9% მან საშუალო სისწრაფით ირბინა, სწრაფად კი მხოლოდ დროის 10.8%-ში გადაადგილდებოდა, თუმცა მისი სისწრაფე სპრინტერულ სიჩქარეში არ გადაზრდილა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში მესიმ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში მესის ანგარიშზე 19 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.