ნიგერიელი დაბადების დღეზე მოკლეს ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოზე კამათის გამო.
მკვლელი „რეალის“ და პორტუგალიელი ფეხბურთელის გულშემატკივარი აღმოჩნდა.
ტრაგედია ინდოეთში მოხდა, ინციდენტის მონაწილეები ნიგერიის ორი მოქალაქე გახდა. ობინა მიხაელ დურუმჩუკვა 34 წლის იუბილეს აღნიშნავდა. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც იუბილარსა და 22 წლის ნვაბუ ჩუკვუმას შორის ცხარე კამათი გაიმართა, თემაზე ვინ უფრო მაგარია: მესი თუ რონალდო.
მარადიული დავა ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც დურუმჩუკვამ უმცროს მეგობარს ჭიქა გაუქანა, მაგრამ ააცილა. ჭიქა კედელს მოხვდა და დიმსხვრა. ჩუკვუმამ ნატეხი აიღო და იუბილარს პირდაპირ ყელში ჩაასო, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მკვლელი მალევე დააკავეს და, როგორც აღმოჩნდა, ორივეს ვიზას ვადა ჰქონდა გასული.
რაღა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ალბათ მიხვდით, რომ ჩუკვუმა რონალდოს მხარეს იყო, ხოლო მისგან მოკლული მეგობარი „ბარსელონას“ გულშემატკივრობდა.