”ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ სელფი გადაიღო, ოღონდ სარკის ნაცვლად ახალმოგებული ”ოქროს ბურთი” გამოიყენა.
ლეო შინ მეხუთე ”ოქროს ბურთით” მივიდა და ორიგინალური სელფი გადაიღო. პრიზი ისე კარგად არის პოლირებული, რომ მესის გამოსახულება მშვენივრად ჩანს.
”კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში”, – დაწერა ლეომ ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, მესი 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხმების 41,33 პროცენტით. ეს წარმატება მისთვის მეხუთეა კარიერაში.