„სევილიამ“ ვერ შეძლო სუპერმესის შეჩერება.
ლა ლიგის 25-ე ტურში ანდალუსიური კლუბი შინ 2:4 დამარცხდა „ბარსელონასთან“.
მესიმ სამი გოლი გაიტანა და ბოლოს საგოლე პასი მიაწოდა ლუის სუარესს.
მოკლედ, არგენტინელი ისევ დაფრინავს.
მანამდე კი ესპანეთში საქმე აერია მის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს, რომლის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მადრიდში „ატლეტიკოსთან“ 0:2 დამარცხდა და სათუო გაიხადა მომდევნო ეტაპზე გასვლა.
ამ ორ ამბავს შესაბამისი კარიკატურა მიუძღვნეს.