LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მოძრაობა შეზღუდულია

33

მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მოძრაობა შეზღუდულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიდან აცხადებს, ამ წუთებში მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მგზავრთა ჩასხდომა არ ხდება. კომპანიაში ამის მიზეზად მეტროსადგურ “300 არაგველში” წრმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზს ასახელებენ, კერძოდ, ავტოგადასაბმელის დაზიანებას.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო “ვაგზლის მოედნიდან” “ახმეტელის მიმართულებით” მოძრაობა შეზღუდვის გარეშე ხორციელდება. მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” კი მატარებლების მოძრაობა შეზღუდულია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას რამდენიმე საათში ჰპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები