LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზღაპრე, მონადირე, თუ უხეში მამაკაცი – როგორი ტიპის მამაკაცებს ირჩევენ ქალბატონები

67

მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რომელი მამაკაცია ქალისთვის ყველაზე მიმზიდველი და სიაში მეზღაპრით დაწყებული მანიაკით დამთავრებული ყველა ტიპაჟი მოხვდა.

ფსიქოლოგების აზრით, მეზღაპრეები ქალბატონებს იმიტომ მოსწონთ, რომ მათთან ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ისინი ვირტუოზი მატყუარები არიან და ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ როდის ამბობენ სიმართლეს და როდის არა.

რაც შეეხება მონადირე მამაკაცის ტიპაჟს, ის ქალს ფლირტის უნარებით ხიბლავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობის ქონა შეუძლებელია. თავგადასავლების მაძიებლები კი ოპტიმისტურად აზროვნებენ, მიზნებსაც ხშირად აღწევენ და ორიგინალური იდეებიც არ აკლიათ, ამიტომ საპირისპირო სქესში დიდ ინტერესს იწვევენ.

…და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს უხეში მამაკაცებიც კი უყვართ, რადგან რიგ შემთხვევაში მათი აგრესიულობა ძალიან მამაკაცურად ეჩვენებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები