მომავალი წლიდან სტოკჰოლმში შესაძლოა პირველი „მფრინავი“ ბორანი გამოჩნდეს. ინოვაციური ტრანსპორტი ელექტროენერგიაზე მუშაობს და ტალღებზე ჩუმად გადაადგილდება. ამასთან, სიახლე 90%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
ბორნის პროტოტიპი ადგილობრივმა კომპანია Candela Technology-იმ შექმნა. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 55 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას შეძლებს და ერთდროულად 30-მდე მგზავრს გადაიყვანს.
„მფრინავი“ ბორანი იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც გემი წყალქვეშა ფრთებით. კონკრეტულ სიჩქარემდე აჩქარების შემდეგ ფრთები ხომალდს წყლის ზედაპირზე ასვლაში ეხმარება, ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ნავი დაფრინავს. ამ ტიპის ტრანსპორტის მთავარი პლუსი შედარებით დაბალი სიმძლავრით მეტი სიჩქარის განვითარებაა.
ამ დროისთვის ახალმა ტრანსპორტმა ცდების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.