LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავმა ელექტროქარმა სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა

50

გერმანულმა კომპანიამ Lilium უნიკალური მფრინავი ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც 3 000 მეტრზე ადის ჰაერში და 300 კილომეტრ/საათს ავითარებს. სიახლეს Lilium Jet ქვია, მან სატესტო ცდები წარმატებით გაიარა და სერიაში ჩასაშვებად მზად არის.

მფრინავი ელექტროქარის უნიკალურობა იმაშია, რომ ვერტიკალური აფრენა-დაშვების ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილს დაუბრკოლებლად შეუძლია მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისის ნებისმიერ პარკინგზე დაფრინდეს.

Lilium Jet-ის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ მოძრაობაში ელექტრო ძრავით მოდის და მის ელემენტების მარაგი სამას კილომეტრიან დისტანციას ყოფნის. მაქსიმალური სრული დატვირთვა კი ორი ადამიანია – მძღოლი და ერთი მგზავრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები