LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრები“ ქველმოქმედებისთვის კვლავ „იავნანასთან“ გაერთიანდნენ – კონცერტი 28 ივნისს გაიმართება!..

73

Ardaidardo.Ge

28 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მსმენელის წინაშე, ჯგუფი „მგზავრები“ წარდგება. ისინი „იავნანასთვის“ საქველმოქმედო საღამოს გამართავენ. სხვათა შორის, მუსიკალურ ჯგუფს საქველმოქმედო ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 2009 წლის 24 მაისს, სპორტის სასახლეში“, „მგზავრები“ შეუერთდნენ ფონდის აქციას სახელწოდებით „ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს“. ახლა კი კიდევ ერთ კონცერტს გამართავენ, სადაც შესრულდება როგორც ძველი, ასევე ახალი კომპოზიციები.


საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭბელი, მაესტროსთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი „ჯორჯიან ბრასი“.

კონცერტიდან შემოსული თანხა მომხარდება სოციალურად დაუცველ ცხრაშვილიან ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს სენაკში. ასევე ამერიკის საზაფხულო სკოლაში სწავლების კურსი დაუფინანსდება „იავნანას“ შვილობილს, დიტო რაზმაძეს.

ცნობილია ბილეთების ფასებიც: 10, 15, 20, 25, 30, 35, 40, 45 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები