LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეასრულა 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი“ – მსახიობ ია ნინიძეს, რომელსაც სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა, ვარსკვლავს გაუხსნიან

392
ია ნინიძე

28 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობის, ია ნინიძის საიუბილეო საღამო გაიმარეთება – ია ნინიძეს წელს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა, მსახიობს ასევე გაუხსნიან ვარსკვლავს.

ია ნინიძის შემოქმედებით საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში  საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს:

„ქართული კინოს და თეატრის მშვენებას, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.

55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა გია დანელიამ 8 წლის ია ნინიძე გადაიღო ციცინოს როლში ფილმში „არ დაიდარდო“. მას შემდეგ 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოში და 15 წელი იდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე.

საიუბილეო საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ია ნინიძის შემოქმედებას კინოსა და თეატრში 55 წლის მანძილზე.

საღამოს წარუძღვება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს 55 წლის მანძილზე ია ნინიძის შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.

საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ია ნინიძის პარტნიორები და მეგობრები კინოსა და თეატრში: ნანი ბერგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე,ნანული სარაჯიშვილი, ნანა ჯანელიძე, ლელა ალიბეგაშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, მაიკო კანკავა, დათო ევგენიძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, ვოკალური კვარტეტი „ფორტე“.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი“, – წერს დავით ოქიტაშვილი.

⭐️⭐️⭐️⭐️ქართული კინოს და თეატრის მშვენებას, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. ❤️🙏❤️ 55 წელი გავიდა მას…

Posted by Dato Okitashvili on ხუთშაბათი, 16 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები