LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრების“ კონცერტი 27 ივლისს ბათუმში გაიმართება

48

Ardaidardo.Ge

ჯგუფი „მგზავრები“ თბილისის შემდეგ, კონცერტს ბათუმში მართავენ. 27 ივლისს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ჯგუფი ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე წარდგება.


როგორც „მგზავრების“ პროდიუსერმა, ოთო ედიშერაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, კონცერტი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ბოლო ალბომიდან, რომლის პრეზენტაცია საქართველოში არ გაკეთებულა, ისეთ სიმღერებს შეასრულებენ, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის ნაკლებად არის ცნობილი. რასაკვირველია, აჟღერდება ძველი ჰიტებიც ჯგუფის შემოქმედებიდან. სექტემბერში კი სრულიად ახალი ალბომი გამოდის, სადაც 12 უახლესი კომპოზიცია შევა.

რაც შეეხება ბათუმის კონცერტს, კარი საღამოს რვა საათზე გაიღება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე Tkt.ge, ღირებულება შეადგენს 25-დან 60 ლარამდე.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები