LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრის მშობიარობის გამო, Lufthansa-ს თვითმფრინავი ექსტრემალურად დაეშვა

34

გერმანული ავიაკომპანიის Lufthansa-ს თვითმფრინავმა ექსტრემალური დაშვება ინგლისში, მანჩეტერის აეროპორტში განახორციელა, მიზეზი კი მგზავრის მშობიარობა გახდა. ამის შესახებ ავიაგადამზიდი Twitter-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე წერს.

ლაინერი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან ფრანკფურტში მიფრინავდა. Lufthansa-ში აღნიშნეს, რომ დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

Daily Mail წერს, რომ იმ ქალბატონის ვინაობა, რომელმაც ატლანტიკის ოკეანის თავზე იმშობიარა, არ სახელდება.

ლაინერის ბორტზე სამი მედიკოსი აღმოჩნდა, რომლებმაც ბორტგამცილებლებთან ერთად პატარს ამ ქვეყნად მოვლინებაში დაეხმარნენ. მანჩეტერში ჩაფრენისას დედა-შვილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავში 190 მგზავრი იმყოფებოდა და გზა საწვავის შევსების შემდეგ განაგრძეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები