მგზავრს, რომელიც თვითმფრინავში პირველად მოხვდა, ტუალეტი ავარიულ გასავლელში აერია. შემთხვევა ავიაკომპანია GoAir-ს ბორტზე, ნიუ-დელიდან ქალაქ პატნასკენ მიმავალ რეისზე მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა შუა ფრენის დროს კარების გაღება სცადა, რითაც სხვა მგზავრები ძალიან შეაშინა. მამაკაცთან მაშინვე ბორტის წევრები მივიდნენ და თავისი საქციელის ახსნა სთხოვეს, რაზეც ინდოელმა უპასუხა რომ უბრალოდ ტუალეტში მოხვედრას ცდილობდა. მის შესაჩერებლად ბორტის წევრებს ძალის გამოყენებაც კი დასჭირდათ. ხოლო, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდა, გამოუცდელი მგზავრი სამართალდამცავებს გადასცეს.