მიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყანა შვედეთია. ასეთი დასკვნა კვლევითი ცენტრის U.S. News & World Report-ის ექსპერტებმა ტრადიციული გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, მათ კანადა და შვეიცარია იკავებენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი 21 ათასი რესპოდენტის გამოკითხვის შემდეგ შედგა და მთავარი კითხვები ეკონომიკურ სიტუაციას, ინტეგრაციის შესაძლებლობას და სხვა მსგავს თემებს შეეხებოდა.
როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, მიგრანტებისთვის საუკეთესო პირობები სკანდინავიურ ქვეყნებშია და პირველ ადგილებს სწორედ ისინი იკავებენ. ზოგადად კი რეიტინგში ასევე ავსტრალია, გერმანია და ჰოლანდიაც მოხვდა.