იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია მარიო ბალოტელის საქმისადმი დამოკიდებულებით.
“ბალოტელს მაშინ ვიცნობდი, როცა 17 წლის იყო და “ინტერში” თამაშობდა. და ახლა ისევ შევხვდი, როცა უკვე 25 წლისაა. არ ვიცი, მთელი დარჩენილი დრო როგორ იქცოდა.
ახლა მარიო სამაგალითოდ იქცევა. ყოველთვის ვცდილობ, წავაქეზო, რათა მთელი დატვირტვით ივარჯიშოს. ითამაშებს თუ არა “უდინეზესთან” სასტარტო შემადგენლობაში? ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. ვნახოთ, ბიჭები თავს როგორ იგრძნობენ ხვალ დილით, ვის ექნება თამაშისთვის სწორი განწყობა” , – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Football Italia.