LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

21

* ვერძი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურება და საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, ნებისმიერ მოლაპარაკების და საქმიანი შეხვედრის თქვენს სასიკეთოდ წარმართვას, საკუთარი კომუნიკაბელურობისა და კონტაქტურობის, გონებამახვილობისა და არასტანდარტული აზროვნების წყალობით კი, ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნებით. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი კავშირების დასამყარებლად, ცოდნის შესაძენად და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.

 

* კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, იმ შეზღუდვებისგან განთავისუფლებას, რაც ხელს გიშლით  წინსვლასა და განვითარებაში, ინტუიცია და ანალიტიკური აზროვნება კი, აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარ თავში გარკვევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. არაა გამორიცხული გაგიტაცოთ რომანტიკულმა გრძნობებმა და მოულოდნელად შეგიყვარდეთ, საკუთარი შარმისა და მომხიბლელობის წყალობით კი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ძველი ურთიერთობები ან წამოიწყოთ ახალი რომანი.

 

* ტყუპები – მეტად საინტერესო, შემოქმედებითი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, გამართავთ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს, რაც დაგახმარებათ ახალი საქმიანობის წამოწყებასა და წარმატებით განვითარებაში. მოგიწევთ ძველი ჩვეულებების შეცვლა, არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, გადაბარგდეთ უცხოეთში ან რადიკალურად შეიცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება.

 

* კირჩხიბი – საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას, გაძლიერდება თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებას, ინტუიცია კი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის შესაძენად, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობსებლად ან ახალი ურთიერთობის დასაწყებად.

 

* ლომი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭისა და უნარის გამოვლენას, ბიზნეს საქმიანობის განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თამაად წახვალთ რისკზე და არ შეუშინდებით სერიოზულ დაბრკოლებებს, წარმატება კი, ერთგვარ მოტივაციად იქცევა და უფრო მეტის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ იტყვით უარს ახლობლების დახმარებაზე, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერა იქნება თქვენი სტაბილურობის მთავარი გარანტორი, თუმცა ნუ დაემორჩილებით მათ კონტროლს, რადგან გადაჭარბებული ზრნვა ვერც სიკეთეს მოგიტანთ და თქვენს წინსვლასაც შეაფერხებს. არაა გამორიცხული საქმიანი შეთავაზება მიიღოთ უცხოეთიდან და მუშაობა თქვენთვის უცნობ, აბსოლუტურად ახალ სფეროში დაიწყოთ.

 

* ქალწული – მეტად მშვიდი და ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ საჭირო კონტაქტების დამყარებას და საქმიანი მოლაპარაკებების თქვენთვის სასიკეთოდ წარმართვას, პარტნიორთა და ხელმძღვანელთა მხრიდან კი, იმ გარანტიებს მიიღებთ რაც მომავალ წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ინტელექტუალური განვითარებისა და ცოდნის შესაძენად, ბინის შესაცვლელად ან საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

 

* სასწორი – მეტად ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების დადებითად გადაწყვეტას და სამომავლო გეგმების დასახვას, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას. არაა გამორიცხული ჩაებათ საქმიანობის ახალ სფეროში, გაიჩინოთ ნაცნობების ახალი წრე და გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მომავალ წისვლასა და განვითარებაში დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, ფულადი საჩუქრი ან პრემია გაწეული სამუშაოსთვის.

 

* მორიელი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული წამოიწყოთ ახალი საქმე ან პროექტი, რაც დაგეხმარებათ შემოქმედებითი ნიჭის, უნარის ახლებურად გამოვლენასა და დამოუკიდებლად მოქმედების გზების მოძიებაში. გამართლებული იქნება ნებისმიერი რისკი, რაც მეტ თვითრწმენას შეგმატებთ და  უფრო თამამად მოკიდებთ ხელს ნებისმიერი რთული პრობლემის გადაწყვეტას.

 

* მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა თქვენი დროა! მეტად ჰარმონიული და წარმატებული კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას, ბიზნესის განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად და სასიყვარულო ურთიერთიერთობების გასაუმჯობესებლად, საკუთარი შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით კი, წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ წამოწყებაში.

 

* თხის რქა – მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ბევრად ინტენსიურად მუშაობას და გარშემომყოფებთან ურთიერთობის მოწესრიგებას, მიღებული ინფორმაციის წყალობით კი, ზუსტად შეარჩევთ მომენტს, როცა რისკი გამართლებული და სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარებისთვის, ცვლილებების განსახორციელებლად და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლისთვის.

 

* მერწყული – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საქმიანი მოლაპარაკებების გამართვას და საჭირო კონტაქტების დამყარებას, ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ისე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თამამად შეგიძლიათ გარისკოთ, რადგან ნებისმიერი თქვენი მოქმედება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება.

 

* თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ რთული საკითხების მარტივად დაძლევას და ნებისმიერი საქმის წარმატებით შესრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზაციისთვის, საკუთარი შარმისა და დიპლომატიის წყალობით კი, გარშემომყოფების ყურადღებას და მათ პატივისცემას დაიმსახურებთ. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მფარველობას გაგიწევენ და დაგეხმარებიან შემდგომა წინსვლასა და განვითარებაში.

 

* გეომაგნიტური დღეები – 11, 14 და 17 დეკემბერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები