მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 სექტემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
* ვერძი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, უამარავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ მაინც არ ღირს აჩქარება. გამოიჩინეთ მოთმინება, მიჰყევით გეგმას და ეცადეთ ყველა პროექტი თანამიმდევრულად განახორციელოთ. დიდი სურვილის მიუხედავად აღაფრთოვანოთ კოლეგები საკუთარი შემოქმედებითი ნიჭით, გარშემომყოფთა უმრავლესობა, მათ შორის ყველაზე ახლობლებიც, ნაკლებად დაინტერესდებიან თქვენი საქმეებით, რაც თქვენს იმედგაცრუებას გამოწვევს და აგრესიის მიზეზიც გახდება. გადაერთეთ ინდივიდუალურ პროექტებზე და იმოქმედეთ დამოუკიდებლად. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გართობისა და ხანმოკლე შვებულების მოსაწყობად.
* კურო – იღბლიანი და შემოქმედებითი, ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მოიმატებს აზარტი, თქვენი მოქმედება კი, ნებისმიერ სფეროში ეფექტური და მეტად წარმატებული იქნება. თუმცა, მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ მეგობრების და კოლეგების მიმართ, რომლებიც ნაკლებად კორექტული ქცევით დაგწყვეტენ გულს. კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, არაა გამორიცხული შეიძინოთ ორიგინალური, იშვიათი ნივთი ან მოულოდნელად ჩაერთოთ მეტად სარფიან პროექტებში.
* ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა. სუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. იძულებული გახდებით მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი ფინანსები, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. მოერიდეთ სესხის გაცემას, ვალის აღებას და საქმიანი პარტნიორების ფინანსებით სარისკო ოპერაციების ჩატარებას. არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ მეგობრებთან, რაც წყენის და თქვენი გულდაწყვეტის მიზეზი გახდება, კოლეგებთან უთანხმოებას კი, თქვენი შცდომები და მიმდინარე მოვლენების არასწორი შეფასება გამოიწვევს. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს.
* კირჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინტუიციის წყალობით კი, სარფიანად დააბანდებთ საკუთარ ფინანსებს და გარკვეულ მოგებასაც მიიღებთ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად და სასიკეთო ცვლილებების განსახორცილებლად როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიონალურ საქმიანობაში. არაა გამორიცხული მიიღოთ მაღალი თანამდებობა ან ჩაერთოთ ახალ და მეტად სარფიან პროექტებში.
* ლომი – საკმაოდ რომანტიკული კვირაა. გაიცნობთ ახალ, საინტერესო ადამიანს ან ურთიერთობას გააუმჯობესებთ ძველ პარტნიორთან, საკუთარი ხალასი ბუნების წყალობით კი, დიდ პოპულარობას მოიპოვებთ გარშემომყოფებში. თუმცა, შესუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, იძულებული გახდებით ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი მატერიალური შესაძლებლობები და მაქსიმალურად შეამციროთ ხარჯები, რათა მომავალში არ შეიქმნათ პრობლემები. გამოიჩინეთ წინდახედულება და ნუ ენდობით სხვათა დაპირებებს, რადგან მათი უმრავლესობა საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.
* ქალწული – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, სასარგებლო კავშირების დამყარებას და დიდი ხნის პროექტების განხორციელებას, ფულის სარფიანად დაბანდებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ გაგიჭირდებათ პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, ნებისმიერი საკითხის თქვენს სასარგებლოდ გადაჭრა და სასურველი შედეგის მიღწევა.
* სასწორი – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, გუნებას გაგიფუჭებენ ეჭვები, კომპლექსები და შინაგანი შიშები. გააქტიურდებიან კონკურენტები და ფარული მტრები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან, გულს დაგწყვეტთ გარშემომყოფთა უსამართლო კრიტიკა, თავს შეგახსენებენ დაუსრულებელი საქმეები და ადრე გაცემული, შეუსრულებელი დაპირებები. მოერიდეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას და ახალი პროექტების დაწყებას, მეტი დაისვენეთ, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.
* მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, კოლექტიურ პროექტებში ჩართვას და წარმატების მიღწევას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან შეხვდეთ იმ ადამიანებს, ვინც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თუმცა, იძულებული გახდებით დეტალურად გადაამოწმოთ ნებისმიერი საქმიანი შეთავაზების თუ ოფიციალური ხელშეკრულების პირობები, რათა მომავალში არ აღმოჩნდეთ მოტყუებული.
* მშვილდოსანი – საკმაოდ რთული პერიოდია. საგრძნობლად სუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ პროფესიონალური საკითხების მოგვარებაზე, რათა შეინარჩუნოთ გარკვეული მატერიალური სტაბილურობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენად, რაშიც მეგობრებიც საკმაოდ აქტიურად დაგეხმარებიან. მართალია, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ მოგცემთ ყველა წვრილმანის დეტალურად გააზრების საშუალებას, მაგრამ იძულებული გახდებით იმუშაოთ ოპერატიულად, რაც თავისუფლებასაც შეგიზღუდავთ და დაღლილობასთან ერთად გაღიზიანების მიზეზიც გახდება.
* თხის რქა – საკმაოდ პოზიტიური და მრავალფეროვანი კვირაა. მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვლება როგორც პირადი, ისე პროფესიონალური ცხოვრება. შეძლებთ საკუთარი ორგანიზტორული ნიჭის გამოვლენას და გავლენის სფეროების გაფართოვებას, საჭირო კონტაქტების დამყარებას და ნებისმიერი რთული საკითხის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას. არაა გამორიცხული მოიწყოთ შვებულება და იმოგზაუროთ, რაც დაგეხმარებათ ახალი ინფორმაციის შეძენასა და სულიერი სამყაროს გამდიდრებაში.
* მერწყული – მეტად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, განწყობის ხშირი ცვალებადობის მიზეზი კი, ნეგატიური შინაგანი ტრანსფორმაცია გახდება. თავს შეგახსენებენ ფინანსური პრობლემები და დაუსრულებელი საქმეები, გაღიზიანებას გამოიწვევს სხვათა მხრიდან თქვენი მოტყუების მცდელობაც. იძულებული გახდებით მეტი ყურადღბა მიაქციოთ საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს, თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან და სარისკო ოპერაციებისგან, მოერიდოთ სესხის გაცემას და ვალის აღებას.
* თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მართალია, მცირე კონფლიქტი შეგექმნებათ პარტნიორებთან, მაგრამ წარმატებით შეძლებთ ნებისმიერი საკამათო საკითხის დაძლევას. თუმცა, იძულებული გახდებით მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, თუმცა, ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეისწავლოთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გარიგება წარმატებული.
* გეომაგნიტური დღეები – 13, 14, 17 სექტემბერი.