LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

67

 

* ვერძი – წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა ბევრად მშვიდი და ჰარმონიულია. შეძლებთ იდეების რეალიზაციას, ნებისმიერი მოქმედების გააზრებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას, პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაძლიერდება თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, გარშემომყოფები სიამოვნებით მიიღებენ თქვენს დახმრებას და გაითვალისწინებენ ყველა რჩევას. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და წარსულის გასააზრებლად, სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად და სამომავლო გეგმების დასასახად.

 

* კურო – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, კარიერულ წინსვლას, ბიზნესის განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაგიტაცებთ ახალი რომანტიკული თავგადასავალი ან  ურთიერთობას გააუმჯობესებთ ძველ პარტნიორთან, რაც სიამოვნებას, დიდ სიხარულს მოგიტანთ და დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.

 

* ტყუპები – საკმაოდ წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ნებისყოფისა და შეუპოვრობის ფონზე შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას, ნებისმიერი იდეისა თუ ჩანაფიქრის რეალიზაციას, ყოველდღიური საქმეების სირთულეების გარეშე შესრულებას და სასიკეთო შედეგის მიღებას. მართალია, მოგიწევთ ურთულესი დავალების შესრულება, მაგრამ საკუთარი საზრიანობითა და გონებამახვილობით აუცილებლად დაიმსახურებთ კოლეგების და ხელმძღვანელობის პატივისცემას. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და უსიამოვნებების თქვენს სასიკეთოდ გადასაჭრელად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის შესაძენად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად.

 

* კირჩხიბი – საკმაოდ კარგი და საინტერესო პერიოდია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. კარგი პერიოდია საჭირო კავშირების დასამყარებლად და ინდივიდუალური პროექტების დასაწყებად. არაა გამორიცხული გაგიტაცოთ ახალმა რომანტიკულმა თავგადასავლებმა ან გააუმჯობესოთ ძველი ურთიერთობა. მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში.

 

* ლომი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ ახალი კონტაქტების დამყარებას, სხვათა დახმარებით იდეების რეალიზაციას და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას, პოპულარობის მოპოვებას და მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვებას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მეტი კომფორტის შექმნას, არაა გამორიცხული შეიძინოთ მართალია ძვირადღირებული, მაგრამ ძალიან საჭირო ნივთი.

 

* ქალწული – მეტად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ ახალი და საჭირო კონტაქტების დამყარებას და ყველა სასიკეთო შანსის გამოყენებას, რაც მომავალ წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად და სამომავლო გეგმების დასასახად, სხვებისთვის დახმარების გასაწევად და მატერიალური მდგოამრეობის გასაუმჯობესებლად.

 

* სასწორი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად პოზიტიური კვირაა. გახდებით ბევრად  ენერგიული და ინიციატივიანი, აქტიურად ჩაებმებით ახალ საქმეებსა და პროექტებში, რაც საკმაოდ სწრაფ და სასიკეთო შედეგს მოგიტანთ. მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდება შემოქმედებითი საქმიანობა, ახლებურად შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის წარმოჩენას, რაც არა მხოლოდ სულიერ კმაყოფილებას მოგიტანთ, არამედ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ფინანსური მფარველების მოსაძიებლად, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თქვენს განვითარებასა და იდეების რეალიზაციაში.

 

* მორიელი – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის მთავარი ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, გახდებით ბევრად აქტიური და ინიციატივიანი, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, კარიერულ წინსვლასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. საუკეთესო პერიოდია ახალი რომანტიკული თავგადასავლებისა და ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ სფეროში, მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებას ან ჩაებმებით შემოსავლიან პროექტებში, არაა გამორიცხული გაგიმართლოთ აზარტულ თამაშებში ან მოიგოთ ლატარეაში.

 

* მშვილდოსანი – წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ნაკლებად დაძაბულია. ეტაპობრივად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბულირი იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. მოიმატებს თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი, გახდებით ბევრად კონტაქტური და კომუნიკაბელური, გაიხსნებით ურთიერთობისთვის, თავისუფლად წარმოაჩენთ საკუთარ შესაძლებლობებს და მოიპოვებთ პოპულარობას. კარგი პერიოდია ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის შესაძენად, გაამართლებს ყველა სარისკო მოქმედება და წარმატებას მიაღწვთ ნებისმიერ საქმიანობაში.

 

* თხის რქა – საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ახალი, საჭირო კონტაქტების დამყარებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შესაცვლელად, რაშიც საკუტარი ავტორიტეტი და ძალაუფლება დაგეხმარებათ.

 

* მერწყული – საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, მოიმატებს პასუხისმგებლობაც. ბევრად ობიექტურად შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს და საღი გონებით შეაფასეთ სიტუაციას.

შეძლებთ ახალ პროექტებში ჩაბმას, არაა გამორიცხული დაიკავოთ გავლენიანი თანამდებობა, რაც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საკუთარი ცხოვრების სასკეთოდ შეცვლაში.

 

* თევზები – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, გარშემომყოფების ყურადღების მიქცევას და პოპულარობის მოპოვებას, კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საკუთარ ინტიუციაზე დაყრდნობით კი, მართებული გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, თავისუფლად შეიძლება თქვენი დელიკატურობით კონკურენტებმა ისარგებლონ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან თქვენს რეპუტაციას. არაა გამორიცხული დაშორდეთ ძველ  პარტნიორს და იპოვოთ ახალი სიყვარული, რაც სიხარულსა და დიდ ბედნიერებას მოგიტანთ.

 

* გეომაგნიტური დღეები – 15, 17, 18 და 19 ნოემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები