LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

113

* ვერძი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერედება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული. შეძლებთ ძველი კონფლიქტების მოგვარებას და წარმატებული მოლაპარაკებების გამართვას, ინდივიდუალური თვისებების წარმოჩენას და შემოქმედებითი უნარის გამოვლენას, ორიგინალური იდეებითა და პროექტებით კოლეგების დააინტერესებას და პარტნიორების მიზიდვას. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და საქმიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ პროფესიონალურ წინსვლასა და შემდგომ განვითარებაში.

 

* კურო – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, აუცილებლად იგრძნობთ ენერგიისა და ენტუზიაზმის მოზღვავებას. საკუთარი დიპლომატიის წყალობით მარტივად შეძლებთ ნებისმიერი კონფლიქტის კონსტრუქციულ დიალოგში გადატანას და ყველა უსიამოვნების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი, რადგან სწორედ კომპეტენტური ადამიანების რჩევით, ახლობლების დახმარებითა და მხარდაჭერით შეძლებთ წარმატების მიღწევას.

 

* ტყუპები – მეტად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლეთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და საკუთარი ნიჭის მეტად ორიგინალურად წარმოჩენას, გარშემომყოფთა სიმპათიის დამსახურებას და პოპულარობის მოპოვებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად და ახალი კავშირების დასამყარებლად, პროფესიონალური განვითარებისთვის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

* კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მოგიწევთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა, რადგან არაა გამორიცხული  ჩართული აღმოჩნდეთ ახლობლების ან კოლეგების კონფლიქტში.  ბევრად პოზიტიური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საერთო ენას გამონახავთ გარშემომყოფებთან, შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და ხელშეკრულებების გაფორმებას, საკუთარი ინტიიციის წყალობით კი, სწორ არჩევანს გააკეთებთ და სწრაფად გააუმჯებესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

 

* ლომი – საკმაოდ მშვიდი და სტაბილური კვირაა. შეძლებთ სწორი არცევანის გაკეთებას და სწორად მოქმედებას, იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას და სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. არაა გამორიცხული გაემგზავროთ მივლინებაში ან რომანტიკულ მოგზაურობაში, რაც ახალ შთაბეჭდილებებთან ერთად საკმაოდ დიდ წარმატებასაც მოგიტანთ.

 

* ქალწული – მეტად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად ძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული. შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას, კონფლიქტური სიტუაციების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იდეების რეალიზაციას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და დიდი ხნის წინ დაგეგმილი კონტრაქტების გასაფორმებლად.

 

* სასწორი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ ძველი კონფლიქტების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას, პარტნიორული ურთიერთობების მოწესრიგებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ობიექტურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, მარტივად შეძლებთ პრიორიტეტული და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების ერთმანეთისგან გამიჯვნას და მათ თანმიმდევრულად შესრულებას. კარგი პერიოდია იდეების ჩამოსაყალიბებლად და ახალი პროექტების დასაწყებად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, პროფესიონალური განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

* მორიელი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, მოიმატებს ენთუზიაზმი, თვითრწმენა და იღბლიანობა. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას, ახალი იდეების, პროექტების წარმატებით რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

* მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. მართალია, საგრძნობლად შესუსტდება ენერგოტონუსი, მაგრამ ჯერ კიდევ შეძლებთ აქტიურ მოქმედებას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად და საქმიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და პრობლემების მომტანი იქნება.

 

* თხის რქა – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. განთავისუფლდებით ძველი, დამთრგუნველი ვალდებულებებისგან, შეძლებთ ყველა საკამათო საკითხის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებას და კოლეგებთან უთანხმოების დაძლევას, ახალი ნაცნობების შეძენას, იდეების რეალიზაციას და პროფესიონალურ განვითარებას. კარგი პერიოდია კოლექტიური საქმიანობისთვის, მით უფრო, თუ გაითვალისწინებთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და მიიღებთ მათ დახმარებას.

 

* მერწყული – საკმაოდ მშვიდი კვირაა. საკუთარი ინტუიციის წყალობით მარტივად მოიძიებთ სარფიან პროექტებს და ადამაინებს, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ ახალი იდეების რეალიზაციაში. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი სამსახური და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და საჭირო ინფორმაციის შესაძენად.

 

* თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად ძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას,

შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარტივად და მეტად ორიგინალურად გადაწყვეტთ ძველ პრობლემებს და წამოიწყებთ ახალ პროექტებს.

 

* გეომაგნიტური დღეები – 24, 27, 28 და 29 ოქტომბერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები