განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს 28 ივნისს – სავსემთვარეობას, როცა სირთულეები მოიმატებს ყველა სფეროში, დაძაბულობა ურთიერთობაში კი, თავის პიკს მიაღწევს.
ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და მოქმედების არეალის გაფართოვებას, გამართლებული იქნება რისკიც, რადგან საკუთარი გონებამახვილობის წყალობით ნებისმიერ პრობლემას მარტივად დაძლევთ. თუმცა, გამორიცხული არაა კვირის მეორე ნახევარში ურთიერთობა გაგიფუჭდეთ კოლეგებთან, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, მოთმინება და წინადეხედულობა, რათა წვრილმანი უსიამოვნება არ გახდეს სერიოზული დაპირისპირების მიზეზი.
კურო – საკმაოდ კონფლიქტური კვირაა. მართალია, საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და აქტიურ მოქმედებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ურთიერთობა გაგიფუჭდებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება და თავდაჭერა, რათა დაძაბულობა არ გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში და არ შეგიქმნათ დამატებითი პრობლემები.
ტყუპები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კოლეგებთან კამათს, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო წვრილმანმა მეტად სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარიგებების ან ხელშეკრულებების გაფორმებისას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და დათქმულ პირობებზე უარის თქმას. კარგი პერიოდია საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კირჩხიბი – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც იღბლიანი, მეტად პოზიტიური იქნება. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, არ გაგიჭირდებათ ძველი პროეტების რეალიზება, გამართლებული იქნება ნებისმიერი რისკი, რადგან ინტუიცია აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, საქმიან, პირად პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.
ლომი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც, სწრაფად დაიღლებით, შესაძლოა გაცივდეთ ან გახდეთ ავად. მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას და სარისკო მოქმედებას, არ ღირს კამათი გარშემომყოფებთან, რადგან საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან ფარული მტრები და მოშურნეები, მათი ჭორები და ინტრიგები. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, თავშეკავება და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რათა ზედმეტი პრეტენზიებით და უსაფუძვლო ამბიციებით არ გაართულოთ ისედაც დაძაბული ურთიერთობა გარშემომყოფებთან. თუ იძულებული გახდით შეასრულოთ მნიშვნელოვანი საქმე, ეცადეთ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია და იმოქმედოთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”, რათა ერთი შეხედვით პერსპექტიული პროექტი არ გახდეს მხოლოდ ზარალისა და მარცხის მიზეზი.
ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის აღება. გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და ნეგატიურად აისახება საერთო განწყობაზე. მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ პარტნიორებთან ურთიერთობისას, ეცადეთ მაქსიმალურად გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში, რათა თავად არ გახდეთ გაუგებრობის მიზეზი. კარგი პერიოდია პროექტების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია შეძლოთ სრული მობილიზაცია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ყურადღების მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება.
სასწორი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, შეძლებთ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გარკვევას, სადავო საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას და მეტად სარფიან პროექტებში ჩაბმას, მაგრამ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სამსახურეობრივ მოვალეობებსა და ოჯახურ ვალდებულებებს შორის. უმჯობესია მოძებნოთ ოქროს შუალედი, თანაბრად გადაანაწილოთ ძალა პროფესიონალურ და საოჯახო საქმეებზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ზარალისა და დანაკარგის თავიდან არიდებას.
მორიელი – საკმაოდ დაძაბული კვირაა. მართალია, ინტუიციაზე დაყრდნობით მარტივად შეძლებთ კონფლიქტების დაძლევას, სწრაფად გაერკვევით საკამათო საკითხებში, მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზები მნიშვნელოვნად შეარყევენ თქვენს თვითრწმენას, არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ სამსახურში ან მოგიწიოთ მეტად არასასიამოვნო ფინანსურ დავაში ჩაბმა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, გაანალიზეთ შეცდომები, რადგან გამორიცხული არაა პრობლემების მთავარი მიზეზი თავად თქვენ ხართ.
მშვილდოსანი – საკმაოდ აქტიური კვირაა. სწრაფად გაერკვევით რთულ სიტუაციაში და მარტივად შეძლებთ გეგმებში აუცილებელი კორექტივების შეტანას. თუმცა არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, რადგან ნებისმიერ იდეას კონკურენტები თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება არა მარტო საქმიან, არამედ პირად ცხოვრებაზეც. კარგი პერიოდია კონტაქტების გასაფართოვებლად და ახალი საქმის დასაწყებად, პროფესიული განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თხის რქა – დაძაბული, მეტად რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, ახალი პროექტების დაწყება და გაუმართლებელ რისკზე წასვლა, რადგან არაა გამორიცხული კონფლიქტი კოლეგებთან ან მეგობრებთან სერიოზულ ფინანსურ დავაში გადაიზარდოს. გამოიჩინეთ თავშეკავება და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.
მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე არაა გამორიცხული უსიამოვნება მოგივიდეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, მით უფრო რომ, გააქტიურებული მოშურნეები და ფარული მტრები არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგებს თქვენს ზურგს უკან, მნიშვნელოვნად შეგიზღუდავენ თავისუფლებას, არ მოგცემენ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას და სერიოზულ საფრთხეს შეგიქმნიან როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. მაქიმალურად აკონტროლეთ ემოციები და საიდუმლოდ შეინახეთ საკუთარი გეგმები, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით.
თევზები – მეტ-ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართალია, საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, რაც სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ სირთულეების ნაკლები დანაკარგებით დაძლევას. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გეომაგნიტური დღეები – 27, 28, 30 ივნისი და 1 ივლისი.